ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანიის შვილობილ კომპანიას, გვაქვს რესურსი და შესაძლებლობები მომხმარებელს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სწრაფი და მაღალი ხარისხის სერვისი საქართველოს ბაზრისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 

ჩვენი კომპანიის მომხმარებლებს შორის ხშირად არიან ადამიანები რომელთა პრიორიტეტი, სხვა კომპანიებთან თუ ფრილანსერებთან თანამშრომლობისას, მხოლოდ დაბალი ფასი იყო, თუმცა შედეგად იღებდნენ დროში გაწელილ გრაფიკს ან დაუსრულებელ პროექტებს.

Ჩვენი კომპანიის არჩევის შემთხვევაში ამის რისკი მინიმალურია, პირველ რიგში იმიტომ რომ, ანგარიშსწორებისას თანხის გაყოფა ხდება ორ (ან მეტ) ნაწილად და ღირებულების ძირითად ნაწილს მომხმარებელი იხდის მხოლოდ დავალების დასრულებისას. ასევე ჩვენი პრიორიტეტია თითოეულ პროექტს მივუდგეთ ინდივიდუალურად, უდიდესი ყურადღებით და მაქსიმალურად დავიცვათ დათქმული გრაფიკი.

პანდემიასთან ერთად, ვებ-საიტების დამზადების მოთხოვნა გაიზარდა, რადგან უამრავი ბიზნესი ცდილობს მოერგოს დღევანდელ რეალობას და გადადის ონლაინ რეჟიმზე.

მითია გავრცელებული ფაქტი, რომ პროფესიონალური საიტის ან ონლაინ მაღაზიის დამზადება დიდ თანხებთან და ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული. Ჩვენ ვართ ერთადერთი საერთაშორისო კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც ასეთი მაღალი ხარისხის სერვისს გთავაზობთ ასეთ ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენ ამაში ხელს გვიწყობს ქართველი და უცხოელი თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჩვენ მუდამ ვცდილობთ ვურჩიოთ მომხმარებელს მათი პრობლემის გადაჭრის გამოცდილი და საუკეთესო მეთოდი, რაც საბოლოოდ კარგ პროდუქტსა და შედეგს იძლევა, ეს კი ჩვენს რეპუტაციაზე აისახება.

მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში 2000-ზე მეტ ქართულ ვებსაიტზე განხორციელდა კიბერ შეტევა. კიბერ შეტევის დროს 100%-ით დაცული ნამდვილად არავინ არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს ქართველი და უცხოელი პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან და რომლებთანაც რეგულარულად გავდივართ კონსულტაციებს რათა ჩვენს მიერ შექმნილი საიტები მაქსიმალურად იყოს დაცული.