კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება ხორციელდება:

  • MyWebsites.ge-ს ვებგვერდით სარგებლობისა და რეგისტრაციისას, რა დროსაც მომხარებელს შესაძლოა მოეთხოვოს ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი;
  • მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემებიზე დაყრდნობით MyWebsites.ge იტოვებს უფლებამოსილებას, აცნობოს მას ინფორმაცია პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების, სიახლეების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ;
  • თანხის გადახდით, შესაბამისი საბანკო და საფინანსო მომსახურების გაწევისას, საიტზე მომხმარებლის ფინანსური ინფორმაცია ტარდება ელექტრონული გადახდის სისტემით, რომელზეც წვდომა პლატფორმის ადმინისტრაციას არ გააჩნია;
  • Cookies საშუალებით, რომელიც ინახავს არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რა დროსაც არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია;
  • იმ ვებგვერდის “Uniform Resource Locator” „URL“ – ის მეშვეობით, რომელზეც თქვენ ჩვენს გვერდზე შემოსვლამდე იმყოფებოდით;
  • იმ ვებგვერდის „URL“ – ით, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი საიტიდან გამოსვლის შემდეგ;
  • თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის ბრაუზერის სახეობითა და ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართით საშუალებით;
  • იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით, ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებსა და მარეკლამირებელ პირებს, შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“;
  • მომხარებელს სურს მიიღოს ჩვენი პროდუქტები ან/და მომსახურება;
  • მომხარებელთან კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონით ან/და ელ.ფოსტის დახმარებით.

ვის და რა საფუძველზე ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა და რეგულაციები, სასამართლო განჩინება ან/და ოფიციალური მოთხოვნა, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცედურა;
  • სხვა ორგანიზაციების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული მხარეები სავალდებულო წესით განაცხადებენ თანხმობას თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად შენახვის შესახებ;
  • ასევე, გავცემთ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველსაყოფად;
  • ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს: სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული ინფორმაცია.

პერსონალური ინფორმაციის დაცვა:

  • MyWebsites.ge-ს საშუალებით მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირთათვის გადაცემას სხვადასხვა მიზნებისთვის;
  • პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის;
  • პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირთათვის, შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

პასუხისმგებლობა:

  • მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და მის დროულად განახლებაზე;
  • მომხარებელი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან;
  • MyWebsites.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მესამე პირისთვის საკუთარი პერსონალური ინფორმაციის ან/და პაროლის და სხვა დეტალების გადაცემით/გამჟღავნებით მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე.

აკონტაქტო ინფორმაცია:

ისამართი: თბილისი, გიორგი ლეონიძის 2, ბიზნეს ცენტრი “რეგუსი”.

ელ-ფოსტა: info@mywebsites.ge

ტელ: +995 032 900 819